weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთმა 16 ტონა ქართული ალკოჰოლური სასმელი ქვეყანაში არ დაუშვა

13:16 პარასკევი, 20 ივლისი 2018

მომხმარებელთა უფლებების დაცვის რუსეთის ფედერალური სამსახურის („როსპორტრებნადზორი“) განცხადებით, 2018 წლის პირველ ნახევარში გამოავლინეს საქართველოდან რუსეთის ფედერაციაში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმელის რამდენიმე პარტია, რომელიც რუსეთის კანონმდებლობით და მომხმარებლთა უფლებების დაცვის სფეროში ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა.

„როსპორტრებნადზორის“ ინფორმაციით, ქართული წარმოშობის ალკოჰოლური პროდუქციის ყველა პარტია, სულ 16 000 ლიტრი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.

„პროდუქიციის ხარისხის და უსაფრთხოების ანალიზი მოწმობს წარმოების ტექნოლოგიების დარღვევასა და არასათანადო კონტროლზე, როგორც მწარმოებლების, ისე საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მხრიდან. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შემოტანილი ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხსა და უსაფრთხოებაზე კონტროლი გამკაცრდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ქართული ღვინის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის რუსეთი პირველ ადგილს იკავებს. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 48 ქვეყანაში 38,2 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. აქედან რუსეთში 24 022 113 ბოთლი ღვინო გავიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]